11:53 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-05 15:38:32, 776 ნახვა

ლავროვი - მზად ვართ აშშ-სთან პატიმრების გაცვლა განვიხილოთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან პატიმრების გაცვლის საკითხი განიხილოს დიპლომატიური არხით, რომელზეც მისი თქმით ორივე ქვეყნის პრეზიდენტები შეთანხმდნენ.

გუშინ რუსულმა სასამართლომ ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრინერი გაასამართლა ნარკომანიის ბრალდებით და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს პოლიტიკურად დატვირთული განაჩენი,  სავარაუდოდ გამოიწვევს აშშ-სთან პატიმრების გაცვლას.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გრინერის განაჩენის გამოტანის შემდეგ გაავრცელა განცხადება , რომელშიც მის დაკავებას "მიუღებელი" უწოდა და მისი გათავისუფლება მოითხოვა.ახლა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაადასტურა , რომ რუსეთს სურს განიხილოს პატიმრების გაცვლა, მაგრამ არა საჯაროდ.

"ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ იმ არხის ფარგლებში, რომელზეც პრეზიდენტები პუტინი და ბაიდენი შეთანხმდნენ,"- განაცხადა კამბოჯაში აღმოსავლეთ აზიის სამიტზე გამოსვლისას ლავროვმა.

 გრინერის დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. სპორტსმენის ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის რომ გრენერმა ბრალი აღიარა და ითანამშრომლა გამოძიებასთან, ასევე სასამართლომ უგულებელყო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics