|
2022-08-05 15:18:14, 918 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთი აშშ-სთან მაღალი დონის სამხედრო თანამშრომლობას წყვეტს
ჩინეთი შეერთებულ შტატებთან რიგ სფეროებში თანამშრომლობას წყვეტს, მათ შორის დიალოგს უმაღლესი დონის სამხედრო მეთაურებს შორის და კლიმატთან დაკავშირებითც არსებულ მოლაპარაკებებს, აშშ-ის პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ აჩერებს თანამშრომლობას ვაშინგტონთან ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის პრევენციისა და არალეგალური მიგრანტების რეპატრიაციის საკითხებში. ცნობისთვის, ჩინეთმა, ტაივანში ვიზიტის გამო, აშშ-ის პალატის სპიკერს ნენსი პელოსის საქნციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო Xinhua-მ დაადასტურა. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ტაივანში განხორციელებულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდნენ მებრძოლები და გამოიყენებოდა ბომბდამშენები, გამანადგურებლები და ფრეგატები. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პელოსმა უგულებელყო ჩინეთის სერიოზული შეშფოთება და მისი ვიზიტის მტკიცე წინააღმდეგობა და მის ვიზიტს პროვოკაციული უწოდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)