15:14 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-05 14:58:28, 1574 ნახვა

ომი უკრაინაში
რეზნიკოვი Amnesty International-ზე - უკრაინელების გენოციდისადმი წინააღმდეგობის ეჭვქვეშ დაყენება გარყვნილებაა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსიი რეზნიკოვი თვლის, რომ Amnesty International-ის ანგარიში აჩვენებს, რომ ორგანიზაციამ „დაკარგა საღი აზრი“, ხოლო უკრაინელების გენოციდის გამართლებისა და მასზე წინააღმდეგობის უფლების ეჭვქვეშ დაყენების ნებისმიერი მცდელობა გარყვნილებაა.

კრიტიკულ მოხსენებაში , Amnesty-მ ჩამოთვალა 19 ქალაქში მომხდარი შემთხვევა, რა დროსაც  უკრაინულმა ძალებმა, როგორც ჩანს, ზიანი მიაყენეს მშვიდობიანი მოსახლეობას, საცხოვრებელ ადგილებში ბაზების შექმნით. -


 ”ნებისმიერი მცდელობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს უკრაინელების უფლება, წინააღმდეგობა გაუწიონ გენოციდს, დაიცვან თავიანთი ოჯახები და სახლები, დაიცვან თავიანთი და შვილების სიცოცხლე და წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის, როგორც ტერორისტული სახელმწიფოს ქმედებებს, არის გარყვნილება. რა ლეგალურ კონსტრუქციებშიც არ უნდა იყოს ჩაცმული.

რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის უკრაინის თავდაცვასთან გაიგივების ნებისმიერი მცდელობა, თუნდაც შემთხვევით, როგორც ეს გაკეთდა Amnesty International-ის ანგარიშში, არის იმის მტკიცებულება, რომ ორგანიზაციამ დაკარგა საღი აზრი და ცდილობს საკუთარი ავტორიტეტი დაანგრიოს.


უკრაინა არის კანონიერი სახელმწიფო. ჩვენ ვაანალიზებთ და ვაფასებთ ომის მოვლენებს ყოვლისმომცველად, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისით, როგორც ამას ჩვენი ვალდებულებები მოითხოვს.მაგრამ ჩვენ არავის მივცემთ უფლებას შეურაცხყოს ჩვენი ჯარი, ჩვენი დამცველები. ამას როგორც ადვოკატი ვამბობ,"- წერს რეზნიკოვი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics