11:58 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-05 12:21:52, 832 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - ლუსტრაციის კანონი რაც შეიძლება სწრაფად!

უკრაინის ომის ფონზე  ბევრს ჩამოეხსნა ნიღაბი, საზოგადოებამ ნათლად დაინახა რუსული პოლიტიკის მეხოტბეები და მხარდამჭერები, - პარტია "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ქვეყანაში ლუსტრაციის კანონის ამოქმედებას ითხოვს. 

მისი თქმით, არც ერთი კოლაბორაციონალისტი არ უნდა იყოს არჩეული, ან დანიშნული თანამდებობაზე. 

"ბოლო თვეებში ინტენსიურად ხდება ადამიანების ლუსტრაცია, უკრაინის ომის ფონზე  ბევრს ჩამოეხსნა ნიღაბი, საზოგადოებამ ნათლად დაინახა რუსული პოლიტიკის მეხოტბეები და მხარდამჭერები.  

ლუსტრაცია მომხდარია. ახლა ამას კანონით გაფორმება სჭირდება..

არც ერთი კოლაბორაციონალისტი არ უნდა იყოს არჩეული, ან დანიშნული თანამდებობაზე, 
არცერთი!!

ლუსტრაციის კანონი რაც შეიძლება სწრაფად!!",- წერს ხაზარაძე. 

ლუსტრაცია არის აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და კანდიდატთა შემოწმების განსაკუთრებული პროცედურაა, რომლის მიზანია გამოარკვიოს წარსულში ამ პირების კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობისადმი ან სახელმწიფო უშიშროების სამსახურისადმი კუთვნილება ან გამოამჟღავნოს ფაქტები ამ სამსახურებთან მათი თანამშრომლობის შესახებ.  თუ ლუსტრაციის პროცესში დასტურდება ტოტალიტარულ რეჟიმთან თანამშრომლობის ფაქტები, პიროვნებას აქვს არჩევანი თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვებასა (გამომჟღავნებული ფაქტების საიდუმლოდ შენახვის გარანტიით) და თანამდებობის იძულებით დატოვებას შორის (მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნებით). 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics