11:59 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-04 16:49:48, 1149 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ლომჯარიაზე - „ნაცმოძრაობის“ მყარი დასაყრდენი და რადიკალური შემტევი იყო საქართველოს წინააღმდეგ

 „ნაცმოძრაობის“ მყარი დასაყრდენი და  რადიკალური შემტევი იყო საქართველოს წინააღმდეგ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, როდესაც ის უშუალოდ ჩაერთო ქვეყნის გადატრიალების, თუ ხელისუფლების ჩამოშლის პროცესში,’’- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, როდესაც ირჩევდნენ სახალხო დამცველის პოზიციაზე ნინო ლომჯარიას, ქონდათ მოლოდინი, რომ ის კრიტიკულად იქნებოდა განწყობილი, რადგან დემოკრატია ამ პროცესს ითვალისწინებს.

,,როდესაც ლომჯარიას ვირჩევდით არ გვქონდა მოლოდინი, რომ ეს ადამიანი ჩვენიანი იქნებოდა. დემოკრატია ასეთ გადაწყვეტილებებს იცნობს, ეს დემოკრატიული გადაწყვეტა იყო. შეიძლება, ბევრ ჩვენგანს არ ეგონა, რომ ის ასე აშკარად ჩაერთვებოდა „ნაცმოძრაობის“ კამპანიაში ხელისუფლების ჩამოშლის მიზნით, მაგრამ ნამდვილად ვიცოდით, რომ ის ჩვენს მიმართ კრიტიკული იქნებოდა, ამას შეგუებულები ვიყავით. ანუ, კრიტიკა აბსოლუტურად მისაღებია, თუნდაც უმწვავესი, თუნდაც სუბიექტური, თუნდაც ისეთი, რომელიც ობიექტურობის ჩარჩოებს ცდება, ამისთვის მზად ვიყავით. მაგრამ, პირადად მე, ნამდვილად არ მეგონა, გულწრფელად გეუბნებით, რომ მიუხედავად იმისა, ვიცოდი მისი ახლო კონტაქტები „ნაცმოძრაობის“ წევრებთან, რომ ის მიტინგზე დადგებოდა და ტექნიკური მთავრობის შექმნას მოითხოვდა,’’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics