13:34 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-04 13:03:11, 1753 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ სიტუაციას დასავლეთის შიშებზე სათამაშოდ იყენებს

რუსული ძალები, სავარაუდოდ, გამოიყენებენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ენერგოდარში,  დასავლეთის შიშებზე სათამაშოდ, რათა შეასუსტონ დასავლეთის ქვეყნების ნება უკრაინის კონტრშეტევაზე სამხედრო მხარდაჭერისთვის,- ვკითხულობთ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მორიგ ანგარიშში.

IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ რუსული ჯარების მიერ ოკუპირებული ატომური ელექტროსადგური "სრულიად გავიდა კონტროლიდან." მისივე ცნობით, "დარღვეულია ბირთვული უსაფრთხოების ყველა პრინციპი"

მან მიმართა რუსეთს და უკრაინას თხოვნით, სწრაფად შეუწყონ ხელი IAEA-ს დამკვირვებლების კომპლექსში ვიზიტს.. ზაპოროჟიეს რუსული საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ევგენი ბალიცკიმა განაცხადა, რომ IAEA-ს ექსპერტებს შეეძლოთ სადგურის მონახულება.

რუსი ოფიციალური პირები უკრაინას  დასავლეთის მიერ მოწოდებული იარაღის უპასუხისმგებლოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ.ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ მყოფი რუსული ძალები ბოლო კვირებში უკრაინის პოზიციებს დაესხნენ თავს, განზრახ აყენებდნენ უკრაინას რთულ მდგომარეობაში: ან უკრაინული ძალები უპასუხებდნენ ცეცხლს, საერთაშორისო დაგმობისა და ბირთვული ინციდენტის რისკის ქვეშ, ან მისცემდნენ რუსულ ძალებს საშუალებას გააგრძელონ პოზიციების დაბომბვა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics