|
2022-08-04 10:25:08, 900 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის თავდაცვა აცხადებს, რომ ყარაბაღში მნიშვნელოვანი დომინანტური სიმაღლეები კონტროლის ქვეშ აიღეს
აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ განხორციელებული საპასუხო ოპერაციის შედეგად, კონტროლის ქვეშ აიღეს გირხგიზის, სარიბაბას და სხვა მნიშვნელოვანი დომინანტური სიმაღლეები მცირე კავკასიონის მთათა ჯაჭვის ყარაბაღის ქედის გასწვრივ, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების წევრები ცდილობდნენ აეღოთ კალბაჯარისა და ლაჩინის რაიონების მთაზე მდებარე გირხგიზის სიმაღლე და იქ ახალი სამხედრო პოზიციები აეშენებინათ. "ოპერაციის ფარგლებში განადგურდა არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებების რამდენიმე საბრძოლო პოზიცია, განხორციელდა საჰაერო დარტყმა სამხედრო ნაწილზე ყოფილი აღდერეს რაიონის დასახლება იუხარი ორათაღში. შედეგად განადგურდა და დაიჭრა არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებების ცოცხალი ძალა, განადგურდა რამდენიმე D-30 ჰაუბიცა, სამხედრო მანქანა და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა. აზერბაიჯანის რესპუბლიკამ არაერთხელ განაცხადა, რომ სამმხრივი განცხადების საწინააღმდეგოდ, საფრთხის წყაროა სომხეთის შეიარაღებული ძალების და არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებების არსებობა აზერბაიჯანის ტერიტორიებზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული. ამ ტერიტორიების დემილიტარიზაცია, იქიდან სომხური ჯარების სრული გაყვანა და არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებების განიარაღება აბსოლუტურად გარდაუვალი იყო. შეგახსენებთ, რომ, როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, 3 აგვისტოს, დილით, სომხური შეიარაღებული ფორმირებების წევრები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსეთის კონტინგენტია განლაგებული, ინტენსიურად ბომბავდნენ ლაჩინის რეგიონის მიმართულებით დისლოცირებულ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს. შედეგად, დაიჭრა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, ქაზიმოვი ანარ რუსტამ ოღლუმი, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)