|
2022-08-03 17:57:10, 1221 ნახვა
მსოფლიო
მედია - აზერბაიჯანმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, კონტრტერორისტული ოპერაცია წამოიწყო
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, თავიანთი მეომრის სიკვდილის შემდეგ, სომხეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია წამოიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ცნობით, შეტევა ლაჩინის მიმართულებით ხორციელდება, რის შედეგადაც განადგურდა საარტილერიო ბატალიონი და სომხური შეიარაღებული ფორმირებების ერთი პოსტი. სომეხ სამხედროებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები. შეგახსენებთ, რომ, როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, 3 აგვისტოს, დილით, სომხური შეიარაღებული ფორმირებების წევრები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსეთის კონტინგენტია განლაგებული, ინტენსიურად ბომბავდნენ ლაჩინის რეგიონის მიმართულებით დისლოცირებულ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს. შედეგად, დაიჭრა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, ქაზიმოვი ანარ რუსტამ ოღლუმი, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)