|
2022-08-03 14:31:36, 949 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთი ავიაკომპანიებს აფრთხილებს, რომ თავი აარიდონ ტაივანის მიმდებარე ტერიტორიებზე ფრენებს
ჩინეთმა გააფრთხილა აზიაში მოქმედი ავიაკომპანიები, თავი აარიდონ ტაივანის მიმდებარე ტერიტორიებზე ფრენებს, სადაც ის სამხედრო წვრთნებს ატარებს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ. Bloomberg-ის ცნობით, ოფიციალურმა შეტყობინებაში ნათქვამია, რომ საჰაერო სივრცის ექვსი ზონა დანიშნა "საშიში ზონებად", რომლებმაც მიიღეს შეტყობინება იმის შესახებ, რომ ფრენები შეიზღუდება 4 აგვისტოს 12 საათიდან 7 აგვისტოს 12 საათამდე. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ჩასვლისთანავე, ჩინეთმა გამოაცხადა, რომ სახალხო განმათავისუფლებელი არმია კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნებს გამართავს წვრთნების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც ნენსი პელოსი ტაიპეიში ჩავიდა. ის არის ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი დეპუტატი, რომელიც ეწვია თვითმართველ დემოკრატიულ კუნძულს ბოლო 25 წლის განმავლობაში. მისი ვიზიტი მოხდა პეკინის მხრიდან გაფრთხილებების ფონზე, რომ შესაძლოა მოჰყოლოდა სამხედრო პასუხი, თუ პელოსი ეწვეოდა ტაივანს, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)