|
2022-08-03 14:40:13, 904 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი დეგნანზე - საინტერესოა რა მიზანი ქონდა ხელისუფლების ზურგს უკან ივანიშვილთან შეხვედრას
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკის ელჩის, კელი დეგნანისა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას გამოეხმაურა. პაპუაშვილს აინტერესებს, რა მიზნით შეხვდა კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს "ხელისუფლების ზურგს უკან". "მგონია, რომ საკმარისად მოვისმინეთ სხვადასხვა სახის განმარტებები, კითხვები, პასუხები თუ ასე შემდეგ და მგონი შეგვიძლია, ორი რამ დავასკვნათ. ერთი - არანაირი სანქცია კონკრეტული მოსამართლის წინააღმდეგ არ არსებობს, ეს დადასტურდა და მეორე - ამერიკის ელჩს ჰქონდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან ომის შემდეგ.ეს ორი ფაქტი დადასტურდა აქედან დასკვნები ჩვენ უნდა გამოვიტანოთ. კერძოდ, პირველ შემთხვევას რაც შეეხება, თუკი არანაირ სანქცია არ არსებობს, მაშინ რა იყო ეს დაბარება და მოსამართლის მოხსნა იმ პროგრამიდან, რომელშიც ის იყო. იყო ეს თვითნებობა საელჩოს რომელიმე თანამშრომლის თუ არა. მეორე - როდესაც ხდება საქართველოს ხელისუფლების ზურგს უკან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, რა მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრას. რა თქმა უნდა, ეს საკითხები არის, რომელიც ტრიალებს და რომელიც ფაქტებიდან გამომდინარე რჩება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)