15:42 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-03 10:49:12, 1074 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის ყოფილი კანცლერი - პუტინს ომის მოლაპარაკების გზით შეწყვეტა სურს

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა და ვლადიმირ პუტინის მეგობარმა, გერჰარდ შრედერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის ომის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა სურს და მარცვლეულის გადაზიდვაზე შეთანხმება, შესაძლოა, წინგადადგმული გზა იყოს.

მისივე თქმით ექსპორტის შეთანხმება შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტის შტანხმებამდე მივიდეს.

„კარგი ამბავი ის არის, რომ კრემლს სურს ომის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა“, - განუცხადა შრედერმა ყოველკვირეულ Stern-ს და RTL/ntv-ს და დასძინა, რომ იგი გასულ კვირას შეხვდა პუტინს მოსკოვში. ”პირველი წარმატება არის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც შესაძლოა ნელ-ნელა გაფართოვდეს ცეცხლის შეწყვეტამდე.”

შრედერმა, რომელიც  გერმანიის კანცლერი იყო 1998 წლიდან 2005 წლამდე, უარი თქვა პუტინის ქმედებების დაგმობაზე, რომელსაც ის დღემდე ახლო მეგობარს უწოდებს.

რუსეთმა და უკრაინამ  გააფორმეს  შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის შეთანხმება.პირველი გემი, რომელსაც უკრაინული მარცვლეული  მსოფლიო ბაზრებზე გადააქვს,  ღამით თურქეთში ჩავიდა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics