|
2022-08-03 10:43:30, 1214 ნახვა
მსოფლიო
ნენსი პელოსის ტაივანში ჩასვლისთანავე, ჩინეთი კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნებს იწყებს
აშშ-ს პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ჩასვლისთანავე, ჩინეთმა გამოაცხადა, რომ სახალხო განმათავისუფლებელი არმია კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნებს გამართავს როგორც ჩინეთის ადგილობრივი მედია საშუალება იუწყება, 4-დან 7 აგვისტომდე, სამხედროები გამართავენ ცეცხლსასროლი იარაღის წვრთნებს თვითმართველი კუნძულის მიმდებარე ექვს საზღვაო რაიონში და მათ შესაბამის საჰაერო სივრცეში. წვრთნების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც ნენსი პელოსი ტაიპეიში ჩავიდა. ის არის ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი დეპუტატი, რომელიც ეწვია თვითმართველ დემოკრატიულ კუნძულს ბოლო 25 წლის განმავლობაში. მისი ვიზიტი მოხდა პეკინის მხრიდან გაფრთხილებების ფონზე, რომ შესაძლოა მოჰყოლოდა სამხედრო პასუხი, თუ პელოსი ეწვეოდა ტაივანს, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)