15:42 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-02 13:55:38, 803 ნახვა

მსოფლიო
მარიუპოლის საკრებულო - ოკუპანტები აზოვსტალში როკ კონცერტის გამართვას გეგმავენ

რუსი დამპყრობლები აზოვსტალში როკ კონცერტის გამართვას გეგმავენ,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის საკრებულო ავრცელებს.

საკრებულოში აღნიშნავენ, რომ ოკუპანტებს არ შეუძლიათ ქვეყნის წყლითა და გათბობით უზრუნველყოფა, მაგრამ კონცერტებს მართავენ ქალაქში, სადაც ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ ასობით ადამიანის ცხედარია მოყოლილი.

„რუსი დამპყრობლები აგრძელებენ რეკორდების დამყარებას თავიანთი ცინიზმით. ახლა ისინი აპირებენ როკ კონცერტის ჩატარებას მეტალურგიულ ქარხანაში, სადაც ჩვენი გმირები დაიღუპნენ. რუსები კიდევ ერთხელ ცდილობენ გადაიტანონ მოსახლეობის ყურადღება რეალური პრობლემებისგან", - აღნიშნავენ საკრებულოში.

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლში აზოვსტალის დამცველები გმირულად იცავდნენ ტერიტორიას დაახლოებით ორი თვის განმავლობაში.

16 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უმაღლესმა სამხედრო სარდლობამ აზოვსტალში მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებს ბრძანება მისცა, გადაერჩინათ ქარხანაში მყოფთა სიცოცხლე. 

17 მაისის შუაღამის შემდეგ, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე  გადარჩენის ოპერაცია დაიწყო.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 მაისს აზოვსტალიდან ოკუპირებულ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში 53 მძიმედ დაჭრილი იქნა ევაკუირებული. კიდევ 211 ადამიანი ჰუმანიტარული დერეფნით ოკუპირებულ იელენოვკაში გადაიყვანეს.

შემდგომში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზოვსტალიდან სულ  1,7 ათასი დამცველი იქნა ევაკუირებული. 

29 ივლისის ღამეს ოკუპირებულ იელენოვკაში ყოფილი სასჯელაღსრულების კოლონიის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. შედეგად განადგურდა შენობა, რომელშიც აზოვსტალის ქარხნიდან გამოყვანილი უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ. რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალები სასჯელაღსრულების კოლონიის დაბომბვაში დაადანაშაულა.

რუსული მხარის ინფორმაციით, დაიღუპა 50-ზე მეტი უკრაინელი, დაჭრილთა რაოდენობა უცნობია.

უკრაინის სამართალდამცავმა უწყებებმა ელენოვკაში მომხდარ აფეთქებას რუსული ტერორისტული აქტი უწოდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics