|
2022-08-02 11:12:22, 1097 ნახვა
მსოფლიო
გაეროს გენმდივანი - მსოფლიოს ერთი მცდარი გათვლა აშორებს ბირთვულ განადგურებამდე
მსოფლიოს ერთი მცდარი გათვლა აშორებს ბირთვულ განადგურებამდე,- აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერესი. გუტიერესმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა რუსეთს მიუწოდეს შეწყვიტოს "მისი საშიში ბირთვული რიტორიკა და ქცევა". "მსოფლიო დგას ყველაზე მძაფრი ბირთვული საფრთხის წინაშე, ცივი ომის შემდეგ. დღეს კაცობრიობას აშორებს მხოლოდ ერთი გაუგებრობა, ერთი არასწორი გათვლა ბირთვული განადგურებისგან. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების კონფერენცია არის შესაძლებლობა შევთანხმდეთ იმ ზომებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს გარკვეული კატასტროფის თავიდან აცილებას,"- წერს გუტიერესი. უკრაინასთან რუსეთის ომსა და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობაზე საუბრისას, გუტიერესმა თქვა, რომ შესაზლოა კრიზისები „ბირთვული ელფერით“ გამწვავდეს. მან მსოფლიოს მოუწოდა „ კაცობრიობა ახალ ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს გზაზე დააყენონ“.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)