|
2022-08-01 18:33:29, 1244 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, შეიძლება იყვნენ რუსები, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს
ტურისტების შემოდინება ჩვენი ქვეყნისთვის, ბიუჯეტისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ დედაქალის მერმა კახა კალაძემ რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლაზე განაცხადა. მისი თქმით, ბიზნესს სჭირდება კონკურენცია, იმისთვის რომ განვითარდეს და წინ წავიდეს. „ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოდინებას. ეს შეიძლება იყვნენ რუსები, შეიძლება იყვნენ უკრაინელები, შეიძლება იყვნენ ბელარუსები, ყაზახები, სხვა და სხვა ქვეყნებიდან. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს - რაც უფრო მეტი ტურისტი იქნება, ეს რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის, ბიუჯეტისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კონკურენციას - რა თქმა უნდა, ბიზნესს სჭირდება კონკურენცია, იმისთვის რომ განვითარდეს და წინ წავიდეს”,- განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)