|
2022-08-01 12:20:17, 2334 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი" კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
ივნისის ეკონომიკის ზრდის წინასწარმა შეფასებამ 7.2% შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, დაახლოებით 5.5%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ეკონომიკური აქტივობის წინა პერიოდთან შედარებით შენელება მოსალოდნელი იყო. მაგალითად, მაისის სეზონურად შესწორებული მაჩვენებელი წლის დარჩენილ პერიოდში იმავე დონეზე რომ შენარჩუნებულიყო, მთელი წლის განმავლობაში რეალური ეკონომიკური ზრდა 15.7%-ს შეადგენდა. ამასთან, უნდა აღნიშნოს, რომ დაფიქსირებული დინამიკა, „თიბისი" კაპიტალის 12.2%-იან ზრდის სცენართან შედარებით, მაინც უფრო სუსტია. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა ინდიკატორებთან ერთად, ეს დამატებითი არგუმენტია, რომ შარშანდელის შემდეგ, წელსაც ეკონომიკის ორნიშნა ზრდის მოლოდინების მიუხედავად, მთლიანობაში ეკონომიკის გადახურება რთული დასასაბუთებელია. ამ საკითხზე, „თიბისი" კაპიტალის თემატური მიმოხილვა ამავე კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)