15:46 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-01 11:25:29, 926 ნახვა

მსოფლიო
მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი უკრაინას დღეს დატოვებს

გემმა „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა უკრაინული მარცვლეულითაა დატვირთული, დღეს ოდესის პორტი დატოვა,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი, ალექსანდრ კუბრაკოვი ავრცელებს.

მინისტრის თქმით, გემი სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ ცურავს და ლიბანში, ტრიპოლის პორტისკენ მიემართება.

„დღეს 09:15 საათზე,  24 თებერვლის შემდეგ, პირველად ველოდებით გემ „RAZONI-ის" ოდესის პორტიდან გასვლას, რომელიც უკრაინული მარცვლეულითაა დატვირთული და  სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ ცურავს და ლიბანში, ტრიპოლის პორტისკენ მიემართება",- განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, კუბრაკოვმა ასევე აღნიშნა, რომ მისივე თქმით, პორტებზე ბლოკადის მოხსნა ქვეყნის ეკონომიკას 1 მილიარდი დოლარის გაზრდის.

შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს სტამბოლში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინული პორტების „ოდესას“, „იუჟნის“ და „ჩერნომოვსკის“ განბლოკვას უკრაინული მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტზე.

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსანდრე კუბრაკოვმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თურქეთთან და გაეროსთან ცალ-ცალკე იდენტური შეთანხმებები გააფორმეს.

ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინა სრულად აკონტროლებს იმ პორტებს, საიდანაც მარცვლეულის ექსპორტი უნდა განხორციელდეს.

29 ივლისს კუბრაკოვმა განაცხადა, რომ 10 გემი უკრაინული მარცვლეულით მზად იყო ოდესისა და ჩერნომორსკის პორტებში გამგზავრებისთვის.

ხოლო, CNN Turk-ის ცნობით, უკრაინიდან მარცვლეულით პირველი გემი თურქეთში  3 აგვისტოს უნდა ჩავიდეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics