2022-07-29 15:31:58, 933 ნახვა
საზოგადოება
გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა - არიან დაშავებულები
გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.
როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სოტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პარაპლანის ფრენის დროს მომხდარი ინციდენტის პირველი შემთხვევა. 16 ივლისს, გუდაურში პარაპლანი ხევში ჩავარდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,