2022-07-29 12:58:56, 1013 ნახვა
საზოგადოება
ხონის საზაფხულო ბანაკში 9 სტუდენტი, სავარაუდოდ, წყაროს წყლის მიღებით მოიწამლა
ხონის საზაფხულო ბანაკში 9 სტუდენტი მოიწამლა. გავრცელებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია წყაროს წყლის მიღებამ გამოიწვია.
მოზარდები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათ დეზინტოქსიკაცია და საჭირო კვლევები ჩაუტარდათ და სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.
არსებული ინფორმაციით ახალგაზრდები "თავისუფალი უნივერსიტეტის" სტუდენტები არიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,