|
2022-07-29 10:33:14, 876 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე დეგნანზე - ელჩის განცხადებების ნაწილი აღარ არის ორაზროვანი, კარგი იქნებოდა, მათი დამაჯერებლობა უფრო მყარი ყოფილიყო
როგორც კი მკაფიო პასუხები იქნება, არავის მიეცემა საშუალება, რაღაც თემაზე დამატებითი კითხვები დაისვას. ქალბატონ ელჩს რომ ეთქვა თავის დროზე, კი ბატონო, შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, აღარ კითხავდნენ ასჯერ, იქნებოდა მკაფიო პასუხი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE-ში განაცხადა. მისი თქმით, სადაც ორაზროვანი პასუხებია, იქ ჩნდება დამატებითი კითხვები. ელჩის განცხადებების ნაწილი აღარ არის ორაზროვანი, მაგრამ უფრო კარგი იქნებოდა, მათი დამაჯერებლობა უფრო მყარი ყოფილიყო. „რაც შეეხება ქალბატონ ელჩს, ერთი მხრივ, ჩვენ რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ ურთიერთობებში, რომ ვიღაცამ არ შეძლოს ასე ლაპარაკი, რა აღქმებზეც მეკითხებით, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც კითხვა დაისმება, რჩევაც იყო ჩვენი, პირადად მეც გამიკეთებია ასეთი რაღაც, რომ მკაფიო პასუხი გამორიცხავს გაგრძელებებს, არავის მიეცემა საშუალება, რაღაც თემაზე კიდევ დამატებითი კითხვები დაისვას, როგორც კი მკაფიო პასუხები იქნება. სადაც არის ორაზროვანი პასუხები, იქ ჩნდება დამატებითი კითხვები. ქალბატონ ელჩს რომ ეთქვა თავის დროზე, რომ კი ბატონო, შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, აღარ იქნებოდა ასჯერ ნაკითხი, შეხვდი თუ არა, იქნებოდა მკაფიო პასუხი.ელჩის განცხადებების ნაწილი აღარ არის ორაზროვანი, მაგრამ მათი დამაჯერებლობა რომ უფრო მყარი ყოფილიყო, ხომ უფრო კარგი იქნებოდა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)