|
2022-07-29 10:20:39, 940 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციას - რაც არ უნდა დასავლური ქურთუკი მოისხათ, ვერაფრით გახდებით დასავლური ინტერესების გამტარებლები
დავეთანხმოთ ელჩს განსაკუთრებით იმაში, რომ რუსული ინტერესი ჩანს ხოლმე ბოლოს და ინტერესი კი არ ჩანს მარტო, ჩანს შედეგიც. ჩვენ შემთხვევით არ გვითქვამს ვიღაცეებისთვის თავის დროზე, რაც არ უნდა დასავლური ქურთუკი მოისხათ, ევროკავშირის დროშით შეიმოსოთ და შემდეგ რაღაცეები დეკლარირებულად ისევ ვითომ ევროპული თქვათ, მაგრამ შედეგი ისეთი იყოს, რომ რუსული საქმე მიიღოთ, ვერაფრით გახდებით დასავლური ინტერესების გამტარებლები, თან ამ ქვეყნდან. ამ შემთხვევაში ჩვენს ოპოზიციაზე ვსაუბრობ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE-ში განაცხადა.
რაც შეეხება იმას, რომ ეს აღიქმება როგორც ანტიამერიკული განწყობა, მამუკა მდინარაძის თქმით, მთელი კამპანიაა დაწყებული მეორე მხრიდან, რომ ასე აღიქვას ვიღაცამ. „რეალურად არ აღიქმება, აღიქმება უნდა ვთქვათ მაშინ, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი აღიქვამს ასე. ნაცები თუ ასე აღიქვამენ და თავის მომხრეებს აჯერებენ, ქართველ ხალხს რა სჯერა და რა არა და რა აღქმა აქვს, ამაზე ვლაპარაკობ. რეალურად არაფერი აღიქმება, ყველა კარგად ხვდება ყველაფერს, რომ შეკამათება რაღაც საკითხებზე არ ნიშნავს კურსიდან გადახვევას. თვითონ დედას აგინებდნენ, ლანძღავდნენ პირდაპირ ეთერში, ის არაფერი იყო და შენ როგორც კი კითხვას დასვამ, ეს არის ანტიდასავლური კურსი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)