|
2022-07-28 22:29:24, 1196 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრე დალაქიშვილმა,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სადეპუტატო კითხვით მიმართა
ალექსანდრე დალაქიშვილმა,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სადეპუტატო კითხვით მიმართა პარლამენტის რეგლამენტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ინფორმაციის მიღების მიზნით, საპრლამენო უმრავლესობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საწარმოთა მიერ კანონის აღსრულებიდან გამომდინარე გატარებული ღონისძიებებისა და სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანიბის თაობაზე სადეპუტატო კითხვით მიმართა. დალაქიშვილი ცვლილებათა პაკეტის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებს აჯამებს. როგორც ის აღნიშნავს, ერთი წლის შემდეგ, განსაკუთრებით ინდუსტრიულ ქალაქებში, მნიშვნელოვან გამოწვევად გარემოსდაცვითი კონტროლის მექანიზმების აღსრულების ნაწილი რჩება. საანგარიშო პერიოდში, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პროგრესი გამოვლინდა შემდეგ მიმართულებებში: განსაზღვრულია ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი რეგულირების ობიექტების მიმდინარე წლის კომპლექსური შემოწმების გეგმა; მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები საწარმოების წარმომადგენლებთან თვითმონიტორინგის ვალდებულებასთან დაკავშირებით; სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან რეგულარულად ხორციელდება კონსულტაციების გაწევა დაინტერესებული საწარმოებისა და მათ მიერ დაქირავებული საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებისათვის; აქტიურად მიმდინარეობს საწარმოების მონიტორინგი კომუნიკაციის ოფიციალური არხების საშუალებით, რომლის ფარგლებშიც საწარმოები ეტაპობრივად აწვდიან სამინისტროს კონკრეტულ გეგმა-გრაფიკს გონივრულ ვადებში აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად.’’ - როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის წევრისთვის მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ეფექტიანობის ზრდა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)