|
2022-07-28 21:31:54, 1148 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური - „ქართულ ოცნებას“ არასდროს რაიმე სახის გადაბრუნებული არ უთქვამს ელჩის მისამართით
ქართული ოცნების ან მთავრობის არცერთ წარმომადგენელს არცერთხელ და არასდროს რაიმე სახის გადაბრუნებული არ უთქვამს არც ელჩის მისამართით. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ღუდუშაურმა „პალიტრასთან“ განაცხადა. მისივე თქმით, როცა არის კითხვები, ამას სჭირდება პასუხები. "სიმართლე არის ერთი: ქართული ოცნების ან მთავრობის არცერთ წარმომადგენელს არცერთხელ და არასდროს რაიმე სახის გადაბრუნებული არ უთქვამს არც ელჩის მისამართით, არც საელჩოსი და ზოგადად, ჩვენ დღენიადაგ ვიმეორებთ, რომ ჩვენ ისე ახლოს ვართ აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით და კიდევ უფრო მეტი სურვილი გვაქვს ამ თანამშრომლობის, რომელიც არცერთ დროს, არცერთ ხელისუფლებას ჩვენი უახლოესი ისტორიის განმავლობაში, არასოდეს არ ჰქონია. და ამას აღიარებენ მათ შორის აშშ-ს ძალიან მაღალი თანამდებობის პირები, ეს არის ცხადზე უცხადესი. მაგრამ აქ უნდა გავმიჯნოთ ერთი რამ, როცა არის კითხვები, ამას სჭირდება პასუხები, ეს არის ცხადი. და კითხვებთან მიმართებით უბრალოდ არ მესმის, დემოკრატია სწორედ ამას გულისხმობს, რომ კითხვებში არ უნდა ვიყოთ შეზღუდულებიო და კითხვები როდესაც არის, ამას სჭირდება პასუხები, აქ რა შუაშია ვინმეს შეურაცხყოფა ან თავდასხმა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)