19:22 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-28 18:21:29, 1069 ნახვა

გია ცაგარეიშვილი - „ნაცმოძრაობის“ ხელდასმით, გაუგონარი ჩანაწერები შეიტანეს რეზოლუციაში - კარგი იქნებოდა ამაზე ელჩის პასუხის მოსმენა

,,გასაკვირია,  რბილად რომ ვთქვათ ის, რომ ელჩი ხვდება ადამიანს, რომელიც თითქმის ორი წელიწადია უკვე პოლიტიკას ჩამოშორებულია, არ აქვს არავითარი კონტაქტი ხელისუფლებასთან, მთავრობასთან, ,,ქართულ ოცნებასთან.’’ მინდა, ყველას შევახსენო, ჩვენს ქალბატონ ელჩსაც, რომ საქართველოს ჰყავს დღეს მთავრობა და ხელისუფლება, რომელმაც 10 წლიან მშვიდობა მოუტანა საქართველოს, რაც უპრეცედენტო მოვლენაა ჩვენს უახლეს ისტორიაში,’’ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს. 

როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, უმჯობესია, ელჩი იმ ადამიანებს ესაუბროს, რომლებსაც ხელისუფლების მართვის ბერკეტები აქვთ. მისი აზრით, საინტერესო იქნებოდა, ელჩის პასუხის მოსმენა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე. 

,,მე ვფიქრობ, უმჯობესია, ადამიანები ესაუბრებოდნენ იმ ჩინოსნებს, იმ მოხელეებს, რომლებსაც ხელისუფლების რეალური მართვის ბერკეტები უპყრიათ  ხელთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვისაც და ჩემთვისაც ცოტა გასაკვირი იყო, რატომ შეხვდა ქალბატონი ელჩი საქართველოს მთავრობის გვერდის ავლით ბატონ ივანიშვილს და რაზე საუბრობდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის საუბრის შინაარსი დაფარულია და არ ვიცით. შევახსენებ ქალბატონ ელჩს, სულ მცირე, ევროპარლამენტის 308 დეპუტატს დააკარგვინეს ფუჭად დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“  ხელდასხმით, გაუგონარი ჩანაწერები შეიტანეს  ევროპარლამენტის რეზოლუციაში. აი,  სწორედ ეს რეზოლუცია, რომ ამდაგვარი უადგილო და უშინაარსო ჩანაწერები, რომელსაც, სხვათა შორის, ძალიან ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი აღიარებს, აღრმავებს პოლარიზაციას და დაპირისპირებას. ამაზე,  კარგი იქნებოდა, ქალბატონი ელჩის პასუხის მოსმენა. რას ფიქრობს ის ამგვარ უადგილო უშინაარსო ჩანაწერებზე,’’ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics