19:24 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-28 13:55:35, 1018 ნახვა

პოლიტიკა
„ალტ-ინფო“ ფინანსური კრიზისის წინაშე დგას - მათ ტელეარხსა და ოფისებს დახურვა ემუქრებათ

ძალადობრივი და ჰომოფობიური გაერთიანება "ალტ-ინფოს" მიერ დაფუძნებულ ტელევიზიას დახურვა ემუქრება, ვინაიდან არხი, ფინანსური კრიზისის გამო, მაუწყებლობის შეჩერების საფრთხის წინაშე დგას. 

როგორც პრორუსული ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ "რადიო თავსუფლებასთან" საუბრისას აღნიშნა, საუბარი მიდის პარტიების ოფისების შემცირებაზეც. 

"ფინანსებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი დამფინანსებლების უმრავლესობას, რომლებსაც ბანკებსა და ორგანიზაციებში ჰქონდათ ბიზნესაქტივობა, მისცეს მითითება, რომ ჩვენთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონდეთ. ეს ახსნეს იმით, რომ ამ ბანკების და კომპანიების პარტნიორები არიან უცხოელები, რომლებისთვისაც ეს არის პრობლემა.

უცხოელმა მფლობელებმა მოსთხოვეს ბანკის მენეჯმენტს ამის გატარება, რაზეც ამბობენ, რომ არის ელჩების მითითება და განსაკუთრებით აქტიურობს აშშ-ის ელჩი. 

პარტიაშიც იგივე პრობლემებია. იქ ცალკე ვმუშაობთ, რა გამოვა, ჯერ ვერ გეტყვით. [პარტიების ოფისების შემცირებაზეც] არის საუბარი, გააჩნია რა ფინანსები გვექნება, მანდედან გამომდინარე ვიმოქმედებთ", - ამბობს მორგოშია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics