|
2022-07-27 14:21:24, 812 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სტრატეგიულ პარტნიორთან, ასევე ევროკავშირთან - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის წერილის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხზე გაკეთებული მოწოდება. „ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სტრატეგიულ პარტნიორთან, ასევე ევროკავშირთან. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მიღებაც, რისთვისაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ეს არის მნიშვნელოვანი მოწოდება და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები წარიმართოს. მოგეხსენებათ, იყო გარკვეული სირთულეები ამ ურთიერთობებში, მათ შორის, ისიც რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, იყო დამაზიანებელი ზოგადად ამ ყველაფრისთვის. ჩვენ, ყველამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში ასეთი რისკები თუ ზიანი მაქსიმალურად ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩვენი ამოცანა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)