|
2022-07-27 14:10:55, 824 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - რელევანტურია ბიძინა ივანიშვილის მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, როგორც ხელისუფლება
ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, რისკები ბუნებრივია რჩება, აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, როგორც ხელისუფლება ასევე საზოგადოება, აბსულუტურად რელევანტურია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის წერილის კომენტირებისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, წერილში საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიო გზავნილებია, დანარჩენ დასკვნებს საზოგადოება თვითონ გამოიტანს. „არსებობდა სერიოზული რისკი ომში ჩართვის კუთხით. გარკვეული ძალები, ამით იყვნენ დაინტერესებული, ჩვენ კონკრეტულად ვსაუბრობდით მათ შორის იმ ძალებზე, რომელიც ქვეყნის შიგნით აქტიურობდნენ ამ თვალსაზრისით, ესენი იყვნენ კონკრეტული პარტიები, პოლიტიკოსები, ენჯეოები, ეს იყო უკრაინის ხელისუფლება თითქმის მთლიანად წარმოდგენილი და ესენი იყვნენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ლობისტები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული ომის გაღვივების, ომის რიტორიკის კამპანიაში, ეს არის დღესავით ნათელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საზოგადოებისთვის არის ძალიან მკაფიო გზავნილები მოცემული ამ წერილში და დანარჩენ დასკვნებს საზოგადოება თვითონ გამოიტანს. რისკები ბუნებრივია რჩება გარკვეულწილად, ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, აქედან გამომდინარე თავისთავად ბატონი ბიძინას მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, როგორც ხელისუფლება ასევე საზოგადოება, არის აბსულუტურად რელევანტური“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)