|
2022-07-27 13:52:06, 934 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე „ქარის“ ბრენდის სიტროენის ელექტრომანქანის პრეზენტაციას დაესწრო
თბილისის მერი, კახა კალაძე „ქარის“ ბრენდის სიტროენის ელექტრომანქანის პრეზენტაციას დაესწრო და აღნიშნული ტრანსპორტი თავად გამოსცადა. „ქარი“ ეკო-მეგობრული ელექტროტრანსპორტის საზიარო სერვისია, რომელიც ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისთვის შეიქმნა. „ქალაქში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შემოყვანა ძალიან მაგარი პროექტია. მხედველობაში მაქვს სკუტერები, ელექტრომოტოციკლეტები, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღეს მათ დაემატა სიტროენის ელექტრომობილები. მუნიციპალიტეტის მერია ასეთი პროექტების განხორციელებას მომავალშიც ხელს შეუწყობს. გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან და ვთხოვეთ, რომ მომავალში წარმოდგენილ ტრანსპორტს ველოსიპედებიც დაემატოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. როგორც კომპანია „ქარის“ საოპერაციო დირექტორმა აღნიშნა, სიტროენ ამის ელექტრო მანქანა არ გამოყოფს გამონაბოლქვს და ტრანსპორტის მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ია. „ერთი თვის წინ სატესტო რეჟიმში გავუშვით ქარის ავტომობილების გაზიარების სერვისი. ამჟამად, სრული დატვირთვით ვმუშაობთ. ჯამში, ქალაქში 60 ელექტროავტომობილია. სიტროენის ამის მოდელი არის ზომაში პატარა, აქვს სიჩქარის ლიმიტი, რაც უსაფრთხოა ქალაქში გადაადგილებისთვის, ასევე, მოსახერხებელია ქალაქში პარკირებისთვის“, - განაცხადა ჯუღა სიხარულიძემ. აღნიშნული მანქანით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, აპლიკაციის ჩამოტვირთვა და რეგისტრაცია. მისი გამოყენების შემდეგ, მანქანის გაჩერება „ქარის“ აპლიკაციის პარკირების ზონებშია შესაძლებელი.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)