2015-01-06 15:05:39, 345 ნახვა
გორთან ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისი-სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალზე-ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, 15 კი მძიმედ დაშავდა.
სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.
დაშავებულები გორისა და კასპის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახური მუშაობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან