18:55 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-27 10:43:06, 1047 ნახვა

საზოგადოება
კოლხეთის ეროვნულ პარკში ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა კოლხეთის ეროვნულ პარკში ახლადმოწყობილი ინფრასტრუქტურა და მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, კოლხეთის ეროვნული პარკის მრავალფეროვან ეკოტურისტულ სერვისებს ზიპ-ლაინი და კლდეზე საცოცი კედლის ატრაქციები შეემატა. დღეიდან კოლხეთის ეროვნულ პარკში მისულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება საწყალოსნო სერვისების გარდა თავი გამოსცადოს დამატებით გასართობ აქტივობებში.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია ეკოტურიზმის განვითარება, რომლის ფარგლებში დაცულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, მიმდინარეობს არსებულის რეაბილიტაცია და ემატება ახალი ატრაქციები, რათა აქ მოსულ ვიზიტორებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ უკეთ დაისვენონ და გაეცნონ ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებას“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

მისივე ცნობით, კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის განვითარება უწყვეტად მიმდინარებს. გასულ წელს, ვიზიტორთა ცენტრის ეზოში 4 ეკოტურისტული კოტეჯი მოეწყო, აშენდა ახალი ნავმისადგომი, განახლდა მდინარე ფიჩორის საპიკნიკე, უახლოეს პერიოდში კი დასრულდება კაფეტერიის მოწყობის სამუშაოები.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს გაიხსნა წალკის კანიონის უნიკალური ეკოტურისტული ობიექტი, ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრი, მარტვილის კანიონზე მოეწყო ზიპ-ლაინი, პრომეთეს მღვიმეს მიმდებარედ მოეწყო კაფეტერია, არწივის კანიონის ბუნების ძეგლზე მოეწყო ბილიკი თანმდევი ინფრასტრუქტურით, მაჭახელას ეროვნულ პარკში გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტის საგამოფენო სივრცე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics