|
2022-07-26 10:40:05, 804 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ვინც ჟურნალისტის ნაკადრი შეურაცხყოფის იგნორირებას ცდილობდა, მოროზოვები არიან, მათ ზურაბიშვილიც გამოერია
ვინც გუშინ "მთავარის" ჟურნალისტის მიერ ნაკადრი უბინძურესი შეურაცხყოფის იგნორირებას და მასზე პასუხის დაგმობას ცდილობდა, ისინიც ჩამოყალიბებული პავლიკა მოროზოვები არიან, - ასე მოიხსენია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ის ადამიანები, რომლებიც "მთავარი არხის" ჟურნალისტზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო. მისი თქმით, "მოროზოვებს" შორის არის საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. "ვინც გუშინ "მთავარის" ჟურნალისტის მიერ ნაკადრი უბინძურესი შეურაცხყოფის იგნორირებას და მასზე პასუხის დაგმობას ცდილობდა, ისინიც ჩამოყალიბებული პავლიკა მოროზოვები არიან. ინგა გრიგოლიასგან, გიორგი თარგამაძისგან, ნიკანორ მელიასგან, ლევან ხაბეიშვილისგან და სხვა ცნობილი ვაჭრებისგან (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), პატარა კაცებისგან და პატარა ქალებისგან ეს არავის გაკვირვებია. მოროზოვებში სალომე ზურაბიშვილიც რომ გამოერია, აღარც ეს არის ვინმესთვის გასაკვირი. დეპოლარიზაცია ბოლშევიკებთან და პავლიკა მოროზოვებთან მორიგებით ვერ მიიღწევა. ეს გაკვეთილი საქართველომ ჯერ კიდევ 100 წლის წინ მიიღო. დეპოლარიზაცია მხოლოდ დეპავლიკიზაციით არის შესაძლებელი, რასაც 2024 წლამდე მთელ ჩვენ ყურადღებას დავუთმობთ",- წერს კობახიძე. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის მიერ “მთავარი არხის” ჟურნალისტზე განცორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა და “პოლიტიკური სისუსტე” უწოდა. როგორც ზურაბიშვილი “ფეისბუკზე” წერს, “ქართული ოცნების” დეპუტატის მხრიდან ამგვარი ქმედება უკიდურესი საქციელია, რაც ქვეყანას არ ეკადრება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)