|
2022-07-26 10:28:51, 984 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი კობახიძეზე - უღირსი მეთოდებით ებრძვიან ეროვნული მოძრაობის წევრის შვილს
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი ირაკლი კობახიძის მიერ "მთავარი არხის" ჟურნალისტზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ "რადიკალური და ანტიეროვნული ოპოზიციური ჯგუფი, უღირსი მეთოდებით ებრძვის ეროვნული მოძრაობის წევრის შვილს". როგორც ოხანაშვილი "ფეისბუკზე" წერს, პარტიული ტელევიზიის ჟურნალისტები "წინასწარ დაგეგმილი სცენარით აგრძელებენ აბსურდული და ღირსებისშემლახველი განცხადების მტკიცებით ფორმაში ტირაჟირებას". "უცხო ქვეყნის მოქალაქე არახამიას უღირსი განცხადება არის არა მხოლოდ ირაკლი კობახიძის, არამედ ჩვენი საზოგადოების ეროვნული ინტერესების შეურაცხყოფაც. პარტიული ტელევიზიის ჟურნალისტები კი წინასწარ დაგეგმილი სცენარით აგრძელებენ ამ აბსურდული და ღირსებისშემლახველი განცხადების მტკიცებით ფორმაში ტირაჟირებას. საბოლოოდ, ყველაფერი ნათელია: რადიკალური და ანტიეროვნული ოპოზიციური ჯგუფი, პარტიული ტელევიზიებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქე არახამიას მეშვეობით, უღირსი მეთოდებით ებრძვის ეროვნული მოძრაობის წევრის შვილს, რომლის სახელიც დაკავშირებულია ეროვნულ ინტერესებზე აგებულ კონსტიტუციასთან და ქართული საქმის კეთებასთან. "ქართული ოცნების" გუნდი, სწორედ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ბოლომდე დაიცავს ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს!",- წერს ოხანაშვილი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)