17:26 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-25 15:49:19, 1020 ნახვა

პოლიტიკა
„ვივამედის“ დირექტორი - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გადაყვანილია პალატაში

კვლევა ჩატარდა ყოველგვარი გართულების გარეშე როგორც გითხარით და პაციენტი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გადაყვანილია პალატაში. - ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა,ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს უტარდება აბსოლუტურად ყველა კვლევა და ეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

"კვლევა ჩატარდა ყოველგვარი გართულების გარეშე, როგორც გითხარით და პაციენტი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გადაყვანილია პალატაში. მდგომარეობას არ შევაფასებ, მხოლოდ შემიძლია ვთქვა ის, რომ  პაციენტს უტარდება აბსოლუტურად ყველა კვლევა და ეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტების ადვოკატების ინფორმაციით დღეიდან დაიწყება აქტიური მზადება იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შემსწავლელ ექსპერტიზაში ჩართვა ამერიკელმა ექსპერტებმა შეძლონ.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics