|
2022-07-25 15:07:56, 1151 ნახვა
ეკონომიკა
ლუდსახარში „ზედაზენი" ამერიკული კომპანია Molson Coors-ის ლუდის ბრენდის - MILLER-ის ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორი გახდა
ქართული ლუდის კომპანია (ლუდსახარში „ზედაზენი"), ლუდის ინდუსტრიის მსოფლიო გიგანტის, ამერიკული კომპანია Molson Coors-ის ლუდის ბრენდის - MILLER-ის ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორი გახდა. კომპანიის კორპორატიული მმართველობის სისტემის ფინანსური, იურიდიული და ტექნიკური აუდიტის შემდეგ, „ზედაზენის" ლუდის პორტფელს, ამერიკული პრემიუმ ბრენდი - MILLER შეემატა. აღნიშნული ბიზნეს გარიგება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ზედაზენის" საწარმო, სრულად აკმაყოფილებს ყველა იმ მსოფლიო სტანდარტსა თუ მოთხოვნას, რაც აუცილებელია მაღალი ხარისხის, პრემიუმ ბრენდების წარმოებისთვის. საქართველოში წარმოებული MILLER საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გაიყიდება. MILLER მსუბუქი, ამერიკული, პრემიუმ კლასის ლუდია. მის გემოს განსაკუთრებულს არამხოლოდ მისი რეცეპტი, არამედ ხარშვის უნიკალური ტექნოლოგია - ოთხჯერადი ფილტრაცია ქმნის. „ყველაფერი საუკეთესო, იქმნება საუკეთესო ინგრედიენტებით" დევიზის რეალობად ქცევისთვის, MILLER-ის ყველა მწარმოებელი კომპანია იყენებს სპეციალიზებულ ალაოს და ასევე სვიას, რომელიც ლუდისთვის ნაკლებად მწარე გემოს მისანიჭებლად, სპეციალურადაა დამუშავებული. „მოგეხსენებათ, რომ „ქართული ლუდის კომპანია" ლუდის ბაზარზე ნოვატორობით გამოირჩევა. პანდემიით გამოწვეული სირთულეები ჩვენ შესაძლებლობად გარდავქმენით და ეს დრო იმისთვის გამოვიყენეთ, რომ ქართული ლუდის ბაზარი კიდევ უფრო საინტერესო გაგვეხადა. თითქმის 3 წლიანი მოლაპარაკებების, დამატებითი ინვესტიციების, ექსპერიმენტული ხარშვის, საწარმოს აუდიტისა და კომპანიის მართვაში დასავლური სტანდარტების დანერგვით, დღეს უკვე ამაყად ვაცხადებთ, რომ ლუდსახარში „ზედაზენი" ლუდის ინდუსტრიის მსოფლიო გიგანტის - Molson Coors-ის პარტნიორი და ჩვენს რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში MILLER-ის ლიცენზიანტია. ასე რომ, „ეს ჩვენი დროა, ეს მილერის დროა", - კახაბერ კოტრიკაძე, „ქართული ლუდის კომპანიის" დირექტორი. „ქართული ლუდის კომპანია" 2011 წელს დაფუძნდა და დაარსების დღიდან, თიბისი მისი პარტნიორია. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისის „ზედაზენისთვის" ჯამში 270 მილიონ ლარამდე ოდენობის დაფინანსება აქვს გაცემული.
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)