17:26 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-25 12:57:52, 825 ნახვა

პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე - ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე არახამიას არაფერი ეტკინოს

ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე არახამიას არაფერი ეტკინოს, - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ნიკოლოზ სამხარაძე დავით არახამიას, რომელმაც აღნიშნა, რომ მმართველ პარტიაში "აკურატულები უნდა იყვნენ გამონათქვამებში,რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე".

სამხარაძემ დასძინა, რომ უკრაინის ხელისუფლებაში არიან გარკვეული ადამიანები, ვინც საქართველოს იმიჯს მიზანმიმართულად აზიანებენ, მათ შორის, მისივე თქით, მოიაზრება ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერი.

"უკრაინის ხელისუფლებაში არიან გარკვეული ადამიანები, ვინც საქართველოს იმიჯს მიზანმიმართულად აზიანებენ. ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე არახამიას არაფერი ეტკინოს. დავით არახამიას ინტერესი აქვს, დააზიანოს ქართული ხელისუფლება და სახელმწიფო, მაგრამ ეს ინტერესი ვისგან მოდის, არ ვიცი და შეიძლება, ბევრი სპეკულაცია იყოს – ეს არის „ნაციონალური მოძრაობისგან“, რუსეთისგან თუ სხვა დაინტერესებული ძალებისგან. ამის განხილვაში ვერ შევალ, თუმცა ფაქტია, რომ კვირა არ გავა ისე, ამ ადამიანმა საქართველო მიზანმიმართულად არ დააზიანოს. არ ვიცი, ეს ყველაფერი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებს თუ რუსეთისას, რადგან სხვა ქვეყანა არ ვიცი, რომელსაც მოცემულ მომენტში საქართველოს იმიჯის დაზიანება უნდა. ძალიან კარგად ვიცით მისი ახლო კავშირების შესახებ მიხეილ სააკაშვილთან. ეს ახალი არ არის. მისი პარტიის წევრიც იყო უკრაინაში. რა თქმა უნდა, შიდა ფაქტორი სახეზეა და შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ არახამიას განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაა. ამის მიღმა რა კავშირები შეიძლება, ჰქონდეს სხვა ქვეყნებთან, ეს არის დიდი ეჭვის საგანი“, -  განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics