|
2022-07-25 11:28:24, 3147 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთი დილემის წინაშეა: უზრუნველყოს შეტევა აღმოსავლეთში, ან გააძლიეროს თავდაცვა დასავლეთში
რუსეთის სარდლობა დილემის წინაშე დგას: ან უზრუნველყოს შეტევა აღმოსავლეთში, ან გააძლიეროს თავდაცვა დასავლეთის მიმართულებით,- ამის შესახებინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. დაზვერვის ცნობით, უშედეგო ბრძოლები გრძელდება როგორც დონბასში, ასევე ხერსონის მიმართულებით. „2022 წლის 18 ივლისს, ბელგოროდის რეგიონში დაზვერვამ უკრაინის საზღვრიდან 10 კილომეტრში, რუსული ბაზა აღმოაჩინა. სამხედრო ტექნიკის სარემონტოდ განკუთვნილ შენობაში სულ მცირე 300 დაზიანებული მანქანაა, მათ შორის ძირითადი საბრძოლო ტანკები, ჯავშანტექნიკა და ზოგადი დანიშნულების სატვირთო მანქანები. გარდა კარგად დოკუმენტირებული საკადრო პრობლემებისა, რუსეთს, სავარაუდოდ, კვლავ ექნება სირთულეები ათასობით სამხედრო მანქანის ევაკუაციასა და შეკეთებაში, რომლებიც დაზიანდა უკრაინაში ბრძოლების დროს“, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მანამდე დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონის რეგიონში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა. უკრაინის ჯარები აგრძელებდნენ შეტევას რუსეთის ძალების წინააღმდეგ მდინარე დნეპრის დასავლეთით.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)