|
2022-07-25 10:31:18, 1358 ნახვა
ომი უკრაინაში
მოსკოვმა უკრაინის 92 სამხედროს ბრალი წაუყენა - ქართველ მებრძოლებზე გამოძიება მიმდინარეობს
მოსკოვმა უკრაინის შეიარაღებული ძალების 92 წევრს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალი წაუყენა. როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ბასტრიკინმა განაცხადა, იგეგმება საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა, ბოლივიის, ირანისა და სირიის მონაწილეობით. მისივე თქმით, „220-ზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლებმა, ასევე სამხედრო ნაწილების მეთაურებმა, დაბომბეს მშვიდობიანი მოსახლეობა“. გარდა ამისა, ასობით უკრაინელ სამხედრო და პოლიტიკურ პირებთან ერთად, გამოძიება მიმდინარეობს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე, რომლებიც მან მასობრივი განადგურების იარაღის შემუშავებაში დაადანაშაულა. ასევე, სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული "დაქირავებულ" მებრძოლებზე დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, კანადიდან, ნიდერლანდებიდან და საქართველოდან. "უკრაინელები მონაწილეობდნენ კაცობრიობის მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში, რომლებსაც არ აქვთ ხანდაზმულობის ვადა. ბრალი წაუყენეს 92 მეთაურს და მათ ქვეშევრდომებს, ხოლო 96 ადამიანი, მათ შორის 51 შეიარაღებული ძალების მეთაურზე, გამოცხადდა ძებნა,"- განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა. ბასტრიკინს ჰკითხეს შეიძლება თუ არა გამოძიება გაეროს ეგიდით ჩატარდეს, თუმცა მისი თქმით, "მიზანშეწონილია" უკრაინის მიმართ დამოუკიდებელი პოზიციის მქონე ქვეყნების ჩართვა, "კერძოდ, სირია, ირანი და ბოლივია." ბასტრიკინის თქმით, უკრაინის სამხედრო, პოლიტიკური ხელმძღვანელობის, რადიკალური ნაციონალისტური ასოციაციებისა და შეიარაღებული ფორმირებების წევრების მიმართ 1300 სისხლის სამართლის გამოძიებაა დაწყებული.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)