20:23 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-24 16:56:27, 1664 ნახვა

ომი უკრაინაში
დაზვერვა - რუსი პროპაგანდისტები მარიუპოლის თეატრის დაბომბვის შესახებ ყალბ „გამოძიებას“ ამზადებენ

 

რუსი ოკუპანტები ამზადებენ ყალბ „გამოძიებას“ მარიუპოლის დრამის თეატრში მომხდარი მოვლენების შესახებ, რათა მომხდარში უკრაინელები დაადნაშაულონ.
ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა განაცხადა.

 მათივე თქმით, რუსმა პროპაგანდისტებმა  „მოწმეებიც“ კი იპოვეს, რომლებმაც დაინახეს, თუ როგორ შეიტანეს „სამხედრო ფორმაში მყოფმა პირებმა ყუთების“ შენობის შიგნით.

"ისინი ემზადებიან, რომ საკუთარი ფსევდო-გამოძიება მარიუპოლის დრამის თეატრის დაბომბვის გარემოებების შესახებ გაასაჯაროვონ. ასეთი ღონისძიების მიზანია  პასუხისმგებლობის არიდება რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაზე, რომლებიც  თეატრში იმალებოდნენ. მათი უმრავლესობა - ქალები და ბავშვები. ახლა ოკუპანტები, რუსული ტელეარხების რამდენიმე ეკიპაჟის დახმარებით, ამზადებენ დადგმული ვიდეოებს, რომლებითაც სავარაუდოდ "უნდა დაამტკიცონ", რომ ყველა აფეთქება  მოხდა, სავარაუდოდ, "დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებების დეტონაციის შედეგად" და მსხვერპლთა რაოდენობა არაუმეტეს 14 ადამიანი იყო", – ნათქვამია ანგარიშში. 

2022 წლის 16 მარტს რუსულმა თვითმფრინავმა დაბომბა მარიუპოლში დრამატული თეატრის შენობა, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა. ითვლება, რომ ნანგრევების ქვეშ დაახლოებით 300 ადამიანი დაიღუპა.

23 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ოკუპანტები წმენდნერუპულნ თეატრის ნანგრევებს. ამ პროცესში დამპყრობლებმა ცხედრები გადამალეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics