|
2022-07-24 11:21:13, 741 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი ზურაბიშვლზე - განაცხადა, რომ ომი ჩვენ დავიწყეთო, ეს სტრასბურგში სერიოზული ხელის შეშლა იყო
განაცხადა, რომ ომი ჩვენ დავიწყეთო, ეს სტრასბურგში სერიოზული ხელის შეშლა იყო,- აცხადებს საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას. წულუკიანის თქმით, ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი პოზიციები და განცხადებები გაოცებას იწვევს. "გაოცებული ვარ პოზიციებით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს უჭირავს უკვე რამდენიმე ხანია. ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელიც რუსეთს ელოლიავება და ეფერება კი არა, არამედ ერთიმეორის მიყოლებით მის წინააღმდეგ დავები ვაწარმოეთ და ეს დავები მოვიგეთ და ძალიან დიდი აგრესია მოვიგერიეთ. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი სად ხედავს ლოლიაობას. არ მახსენდება მისგან შემოთავაზებული არცერთი დახმარება, როდესაც მე, როგორც იუსტიციის მინისტრი და სახელმწიფოს წარმომადგენელი მხარე სტრასბურგში ვიცავდი ქართველი ჯარისკაცის, პროკურორის, პოლიციის, ყველაფრის ინტერესს. ზურაბიშვილისგან ხელის შეშლის მეტი არაფერი მახსენდება, ეს არასოდეს მითქვამს. მახსენდება ერთი კონკრეტული, მწარე შემთხვევა, როდესაც სტრასბურგში ჩემი იურისტები მყავდა გაგზავნილი, უწყებათაშორისი შტაბი გვქონდა შექმნილი აგვისტოს ომის საქმეზე. ბოლომდე გვეთანამშრომლებოდა თავდაცვის უწყება, გენერალური შტაბი, შსს, სუს-ი და პროკურატურა, ამ ყველაფრის მთავარი ლიდერი, გამოძიების და იუსტიციის სამინისტრო დავის მწარმოებელი. აი ეს მთელი ბლოკი ვისხედით და ვმუშაობდით. შემდეგ მე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს ვაგზავნიდი, რომ დავა დაეცვათ. მეორე მხარეს მათ დახვდებოდათ რუსი თანამშრომლები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ - თქვენ მოიგონეთ, თავს დაგვესხით, ისკანდერი გორში არ ჩამოგვიგდია, ეს ფოტოშოპია და ა.შ. და გამოდის ქალბატონი სალომე, რომელიც ამ დროს უკვე არის პრეზიდენტობის კანდიდატი, კამპანია მიდის და ამბობს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთო. ეს ჩემთვის სერიზოული ხელის შეშლა იყო. მე ეს მისთვის არასოდეს მისაყვედურია და რაკი იმაზე მიდგა საქმე, ვის რა სურს და ვინ ვის ელოლიავება, ეს არის ჩემი სერიოზული პრეტენზია. არ მინდა, სახელები და გვარები ჩამოვთვალო, მაგრამ ყოფილა ხოლმე, არა ამ საქმეზე, მაგრამ ერთ-ერთი დავა საქართველომ ერთ ნაწილში სტრასბურგში წააგო ერთ-ერთი აქაური ცნობადი სახის საჯარო განცხადების გამო. ცხადია, ეს სხვა საქმეს ეხება. მეორე მხარეს ხედავს ამას და მოსამართლესთან მიაქვს, რომ - ნახეთ, ამან რა თქვა. ამიტომაც უნდა ვიყოთ ყველა ფრთხილად, როდესაც ვიცით, რომ სადღაც დავა მიმდინარეობს საერთაშორისო დონეზე, რაღაც განცხადებებისგან თავი შევიკავოთ, მითუმეტეს, როდესაც ეს სიცრუეა. ასეთი რამ გააკეთა ზურაბიშვილმა, როდესაც ბრძოლის ველზე წასულ იურისტებს ზურგში გაუკეთა ასეთი განცხადება და თქვა სიცრუე, რომ თითქოს საქართველოს ომი დაუწყია და ქართული ჯარი დაადანაშაულა. რა თქმა უნდა, რუსეთმა ეს ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენა. შემდეგ ჩვენ ძალიან დიდი მუშაობის შედეგად შევძელით ის, რომ ამ ყველაფრის გაბათილება შევძელით. მე არ მახსენდება ქალბატონი სალომეს დახმარება რუსეთის წინააღმდეგ ამ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც ამ ხელისუფლებამ ქვეყანას გაუკეთა. ქალბატონო სალომე, სად იყავით ამ ბრძოლაში?, - განაცხადა თეა წულუკიანმა პოსტივის ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)