|
2022-07-23 14:27:01, 1012 ნახვა
პოლიტიკა
"ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი" მიმდინარეობს
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ მეორე დღე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ მსჯელობას დაეთმო. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური ჩარჩო, უსაფრთხოების ენერგეტიკული ასპექტები, ოკუპირებული რეგიონები - ეს ის თემები იყო, რომლებიც მომხსენებლებმა კურსის ფარგლებში განიხილეს. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ყურადღება თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციასა და ეროვნული წინააღმდეგობის კონცეფციის შესახებ გაამახვილა. მან ისაუბრა მოკლე და გრძელვადიანი სახელმძღვანელო დოკუმენტებით გათვალისწინებულ მიმართულებებზე, თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერების კუთხით პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერაზე, ტოტალური თავდაცვის მნიშვნელობაზე, სამობილიზაციო სისტემაზე, ასევე თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის ძალების საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, ასევე კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ მიმდინარეობს. მასში სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მომხსენებლები მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები არიან. კურსის განმავლობაში მსმენელები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას ეცნობიან.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)