|
2022-07-22 18:52:21, 1071 ნახვა
პროკურატურამ გაუპატიურების მცდელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დუშეთში გაუპატიურების მცდელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 ივლისს, ღამის საათებში, ბრალდებულმა დაზარალებული საკუთარ ავტომობილში ჩაკეტა, ძალის გამოყენებით შებოჭა და მისი გაუპატიურება სცადა, თუმცა ვერ შეძლო დაზარალებულის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებული დაზარალებულს სოციალური ქსელის მეშვეობით გაუპატიურებით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)