|
2022-07-22 14:15:31, 1101 ნახვა
მსოფლიო
მოლდოვამ ოპერატიული ჯგუფის რუს სამხედროებს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა
დნესტრისპირეთში მდებარე ე.წ. ოპერატიული ჯგუფის (OGRO) რუს სამხედროებს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. ამის შესახებ ინფორმაცია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. უწყების პრესსპიკერი, დანიელ ვუდი ამბობს, რომ „რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტში სამხედრო მოსამსახურეების როტაცია ხორციელდება რისკების თავიდან აცილებისა და კონტინგენტის პერსონალის კოორდინირებული გადაადგილების უზრუნველსაყოფად შექმნილი მექანიზმის მიხედვით. ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტრო იმეორებს მოლდოვის ხელისუფლების პოზიციას ჩვენი ქვეყნიდან რუსული ჯარების და საბრძოლო მასალის გაყვანის პროცესის უპირობოდ განახლების აუცილებლობის შესახებ“, - დასძინა სპიკერმა. ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტიგენტს დნესტრისპირეთში ჰქვია რუსეთის ძალების ოპერატიული ჯგუფი (OGRO). OGRO შეიქმნა ყოფილი მე-14 რუსული არმიის ნარჩენებისგან, რომელიც აქ იყო განლაგებული 1990-იანი წლების დასაწყისში და აქტიურად მონაწილეობდა დნესტრისპირეთის კონფლიქტში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)