16:50 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-22 13:41:55, 999 ნახვა

მსოფლიო
რატომ არის სიტყვა „ომი“ რუსეთში აკრძალული - პროკურატურის განმარტება

რუსეთის პროკურატურამ პირველად განმარტა, თუ რატომ არის რუსეთში სიტყვა „ომი“  კრიმინალიზირებული და რატომ ემუქრებათ სასჯელი - მინიმუმ ჯარიმა, მათ ვინც ამ სიტყვას გამოიყენებს.

 Network Freedoms ტელეგრამის არხის თანახმად, მოსკოვის ტვერსკოის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბლოგერ დიმიტრი პოლუშინის სარჩელი Krasnews.com-ის უკანონო დაბლოკვის აღიარების შესახებ. 

„შემოწმების დროს დადგინდა, რომ ინტერნეტ რესურსზე სისტემატურად თავსდებოდა პუბლიკაციები, რომლებიც შეიცავს არასანდო სოციალურად მნიშვნელოვან ინფორმაციას უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით - საიტზე ყველგან არის სიტყვა „ომი“ მოხსენიებული“, - განაცხადა საქმის პროკურორმა. 

 მისი თქმით, „ომის გამოცხადება გულისხმობს სოციალური მნიშვნელობის სამართლებრივი შედეგების დაწყებას (მოსახლეობის მობილიზება, კომენდანტის საათის შემოღება და სხვა)“.

ასევე, „[უკრაინაში] მიმდინარე სამხედრო ოპერაციის არსის არასანდო წარმოდგენას ტერმინ „ომის“  გამოყენებით აქვს გაზრდილი სოციალური მნიშვნელობა, ვინაიდან რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციებში გავლენას მოახდენს საზოგადოებრივი ინტერესების ფართო სპექტრზე, როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ სფეროებში“, - დაასკვნა პროკურორმა.

რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში, "დანაშაულები კაცობრიობის მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ" არის მუხლი 353 "აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება, წამოწყება ან წარმოება". აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება ან გაჩაღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. აგრესიული ომის წარმოება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე.


ომის კონცეფცია და მისი შედეგები მოცემულია რუსეთის რიგ კანონებში

რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 87-ე მუხლით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა შემოღებულია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიის ან აგრესიის უშუალო საფრთხის შემთხვევაში.

რუსეთის ფედერაციის კანონში "თავდაცვის შესახებ" არის მუხლი. 18 "საომარი მდგომარეობა". იგი გამოცხადებულია ფედერალური კანონით რუსეთის ფედერაციაზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების აუცილებლობლობის შემთხვვევაში (თუ ისინი ითვალისწინებენ ომში შესვლის პირობებს).

რუსეთის სასამართლო ყალბად და „ჯარის დისკრედიტაციად“ აღიარებს სიტყვა „ომის“ ნებისმიერ გამოყენებას და უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან მიმართებაში ამგვარ მინიშნებასაც კი.

თუმცა, „ომი“ არ არის იურიდიული ტერმინი თანამედროვე საერთაშორისო სამართალში, რადგან მსოფლიოში „ომის გამოცხადება“ მე-20 საუკუნის შუა ხანებიდან შეუძლებელი იყო, განუმარტა BBC-ს საერთაშორისო იურისტმა გრიგორი ვაიპანმა. მისი თქმით, საერთაშორისო სამართალი კრძალავს ძალის გამოყენებას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.გაეროს უშიშროების საბჭოს შეტყობინებით დასაშვებია მხოლოდ თავდაცვა.

„გარკვეული ცნებების ინტერპრეტაცია პროცესში მხარის უფლებაა, მაგრამ ის უნდა იყოს სწორი და არავითარ შემთხვევაში არ ავალდებულებს მეორე მხარეს და სასამართლოს დაეთანხმოს ამას“, - აღნიშნავს ადვოკატი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics