|
2022-07-22 12:34:34, 818 ნახვა
მსოფლიო
„400 ჯაშუში“ - უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საფრანგეთიდან და გერმანიიდან რუსი დიპლომატები გააძევეს
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროპიდან დიპლომატიურ საფარქვეშ მოქმედი რუსი ჯაშუშების ნახევარი გააძევეს,- განაცხადა MI6-ის ხელმძღვანელმა, რიჩარდ მურიმ, აშშ-ს უსაფრთხოების კონფერენციაზე. მურიმ, რომელიც ხელმძღვანელობს ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას, თქვა, რომ დაახლოებით 400 რუსი დიპლომატის გაძევებამ ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის საფრანგეთიდან და გერმანიიდან, მკვეთრად შეამცირა კრემლის ჯაშუშობის შესაძლებლობები, რაშიც დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოებმა "საკმაოდ შეთანხმებული" ძალისხმევა გასწიეს. ”ევროპის მასშტაბით, დაახლოებით ნახევარი დაახლოებით 400 რუსი დაზვერვის ოფიცერი, რომლებიც დიპლომატიური საფარის ქვეშ მოქმედებდნენ - გააძევეს, ამან, ალბათ, ორჯერ შეამცირა მათ შესაძლებლობა გამოიყენონ თავიანთი საქმიანობა ჯაშუშობის სასარგებლოდ,“- განაცხადა მურიმ. რუსი ჯაშუშები, ისევე როგორც თითქმის ყველა ძირითადი ქვეყნის დაზვერვის ოფიცრები, როგორც წესი, თავიანთი ქვეყნის საელჩოში დაფარულ სამუშაოებს ასრულებენ . მხოლოდ რამდენიმე ჯაშუში - ეგრეთ წოდებული არალეგალები - თავს უბრალო მოქალაქეებად ასაღებენ, რომლებიც დიპლომატიური ჩარჩოს მიღმა მოქმედებენ. გერმანიამ აპრილში 40 რუსი დიპლომატი გააძევა, საფრანგეთმა კი 41. დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებმაც არ გააძევეს ჯაშუშობაში ბრალდებული დიპლომატები, თუმცა ეს დიდწილად იმით არის განპირობებული, რომ დიდმა ბრიტანეთმა 2018 წელს 23 რუსი ჯაშუში გააძევა სოლსბერის მოწამვლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა რუსმა ჯაშუშმა აპრილში ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში სტაჟირება სცადა. ამის შემდეგ ბრაზილიის სასამართლომ სერგეი ჩერკასოვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოყენებისთვის. მურმა თქვა, რომ ის ეთანხმება თავის კოლეგას CIA-ში, ბილ ბერნსს, რომ არ არსებობს „არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ პუტინი იტანჯება სერიოზული ავადმყოფობით“. ომის ადრეულ ფაზაში იყო ვარაუდი, რომ რუსეთის პრეზიდენტს ჰქონდა კიბო ან სხვა სერიოზული დაავადება და იღებდა სტეროიდებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)