|
2022-07-21 16:55:06, 995 ნახვა
პოლიტიკა
პიტერ სტანო - შეუსრულებელ ამბიციებში სხვების დადანაშაულება დასტურია, რომ გჭირდებათ მეტი დრო, რათა გაიგოთ როგორ მუშაობს ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო, საქართველოს მიერ ევროკავშირის სტატუსის მისაღებად განსახორციელებელ საკითხებს აფასებს და ამბობს, რომ რეფორმების გატარება „შიდა პოლიტიკოსების ამოცანაა“. გამოქვეყნებულ ტვიტში პრესპიკერი აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და ამბობს, რომ ისინი საკუთარ „შეუსრულებელ ამბიციებში“ სხვებს ადანაშაულებენ. "საქართველო - რეფორმებისა და ევროკავშირის დღის წესრიგის განხორციელება შიდა პოლიტიკოსების ამოცანაა. სხვების დადანაშაულება საკუთარ შეუსრულებელ ამბიციებში მხოლოდ ადასტურებს იმის აუცილებლობას, რომ გჭირდებათ მეტი დრო, რათა გაიგოთ როგორ მუშაობს ევროკავშირი და რომ რეფორმები საშინაო დავალებაა. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს კარლ ჰარცელს რომელმაც დიდი სამუშაო გასწია საქართველოსა და ევროკავშირის დასაახლოვებლად,"- წერს სტანო.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)