|
2022-07-21 15:41:48, 1130 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა აშშ-ს მთავრობაზე თავდასხმა
საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა თავდასხმა შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლებზე. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს სურს რადიკალურ ოპოზიციას, რადგან ამ ყველაფერს სინამდვილეში თავად აკეთებენ. "საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა თავდასხმა ან შეურაცხყოფა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლებზე და ეს გამორიცხულია მომავალშიც. ვფიქრობ, ამაზე ხაზგასმით, ამის თქმა უბრალოდ შეუძლებელია. მესმის, რომ ძალიან უნდა რადიკალურ ოპოზიციას, ჩვენს ოპონენტებს, სინამდვილეში, რასაც თვითონ აკეთებენ ამ წლების განმავლობაში, თავს ესხმიან, მართლაც შეურაცხყოფას აყენებენ დასავლეთს, ელჩებს, სურთ, რომ ეს გადმოაბრალონ ქართულ ოცნებას". - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა საქართველოზე საუბრისას აღნიშნა,რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მან ასევე "დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები" უწოდა კელი დეგნანის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)