03:57 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 14:05:42, 481 ნახვა

მეუფე ანტონი გოგაშვილზე - აუჯანყდა სისტემას, ასე მგონია ვიღაცამ ძალიან შეუჩხიკინა

სოსო გოგაშვილის დღევანდელ პოზიციას ვერ ვიგებ. უცებ ასე როგორ აუჯანყდა იმ სისტემას, რომელშიც იყო, რომელსაც ემსახურებოდა. მგონია, რომ ვიღაცამ ძალიან შეუჩხიკინა,- აცხადებს  ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი რუსთავი 2-თან საუბარში.

მეუფეს თქმით, ეცდება საპატიმროში მოინახულოს სუს-ოს ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი, და არსებულ კითხვებზე პასუხები პირადად მისგან მოისმინოს

"ვეცდები, სოსო გოგაშვილს შევხვდე და ალბათ, მართლა ავიღებ უფლებას, რომ ის მოვინახულო და პირადად ვკითხო ამ საკითხებზე, რომ - რატომ, სოსო, რატომ? შენ ხო მაპატიე და შეგზავნილი არ იყავი. გამაღიზიანა იმან, რომ იქ სადაც იყო, ახლა იწყებს იმ სისტემის მხილებას და რაღაცებს, რომ - მე ასე ვიცი, მე ისე ვიცი. მაგას ჩვენებურად შანტაჟი ჰქვია და არ შეიძლება. დღევანდელ პოზიციას ვერ ვიგებ. უცებ ასე როგორ აუჯანყდა იმ სისტემას, რომელშიც იყო, რომელსაც ემსახურებოდა. მგონია, რომ ვიღაცამ ძალიან შეუჩხიკინა,"- აცხადებს მეუფე.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს, რომელსაც ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებენ.სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.პროკურატურა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. 15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics