|
2022-07-20 22:01:36, 1264 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - ვგმობ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს
ვგმობ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს. - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის თავდასხმა უახლოეს სტრატეგიულ მოკავშირეებზე და ღია მუქარა პარტნიორების მიმართ. "აშშ-ს ელჩის შემდეგ, საქართველოს მმართველი პარტია თავს ესხმის ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს, რომელიც ასრულებს თავის მისიას. ვგმობ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს და მიმაჩნია, რომ ეს არის თავდასხმა ჩვენს უახლოეს სტრატეგიულ მოკავშირეებზე და ღია მუქარა ჩვენი პარტნიორების მიმართ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოში ევროპარლამენტარების დისკრედიტაციას, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები, რომელიც ასევე მიმართულია ევროინტეგრაციის დისკრედიტაციისკენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)