|
2022-07-20 21:40:56, 1738 ნახვა
ომი უკრაინაში
ოლენა ზელენსკა - აშშ-ს ვთხოვ იმას, რისი მოთხოვნაც არასდროს მენდომებოდა, ვითხოვ იარაღს
აშშ-ს ვთხოვ იმას, რისი მოთხოვნაც არასდროს მენდომებოდა, ვითხოვ იარაღს. - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ აშშ-ს კონგრესში სიტყვით მიმართვის დროს განაცხადა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ომი არ დასრულებულა, ტერორი გრძელდება. "მე ახლა ვითხოვ იმას, რისი მოთხოვნაც არასოდეს მენდომებოდა. მე ვითხოვ იარაღს. იარაღს, რომელიც არ იქნება გამოყენებული სხვის მიწაზე ომისთვის, არამედ საკუთარი სახლისა და იმ უფლების დასაცავად, რომ ამავე სახლში ცოცხალმა გაიღვიძო. მე გთხოვთ საჰაერო დაცვის სისტემებს, რათა რაკეტებმა არ დახოცონ ბავშვები ეტლებში. მაშინ, როცა რუსეთი კლავს, ამერიკა გვიცავს და თქვენ ეს უნდა იცოდეთ. ჩვენ ამისთვის მადლობას გიხდი". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)