21:35 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-20 18:15:08, 1078 ნახვა

პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონი -ჩვენ დიდი ინვესტიციები ჩავდეთ საქართველოში და გვინდა, რომ ამ ინვესტიციამ შესაბამისი შედეგი გამოიღოს

გვინდა დაგეხმაროთ, რომ თქვენი ევროპული მისწრაფებები ბოლომდე იქნას მიყვანილი. - ამის შესახებ ევროპარალმენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პარლამენტში, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები უნდა შესრულდეს.

"ჩვენ, ევროპარლამენტარები, საქართველოს, ქართველი ხალხის მეგობრები ვართ და გვინდა, რომ დაგეხმაროთ იმაში, რომ თქვენი ევროპული მისწრაფებები ბოლომდე იქნას მიყვანილი. თუმცა, მანამდე არსებობს კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები მაგიდაზე დევს. ჩვენ დიდი ინვესტიციები ჩავდეთ ამ ქვეყანაში, როგორც პირადი, ასევე პოლიტიკური და ფინანსური. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ამ ინვესტიციამ შესაბამისი შედეგი გამოიღოს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოში ევროპარლამენტარების დისკრედიტაციას, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები, რომელიც ასევე მიმართულია ევროინტეგრაციის დისკრედიტაციისკენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics